თქვენ მას ხედავთ, გესმით, მაგრამ გიგრძვნიათ ოდესმე მისი სუნი? რაც არ უნა უცნაურად ჟღერდეს, ელვას მკაფიო სუნი აქვს.
თუმცა, დამაბრმავებელი ნათებისა და გამაყრუებელი ხმისგან განსხვავებით, ელვის სუნის შეგრძნება გაცილებით რთულია. სინამდვილეში, ეს არომატი თქვენთვის ისედაც ნაცნობი უნდა იყოს.
გაელვება ჰაერს 30 000 გრადუს ცელსიუსამდე აცხელებს. ჰაერის სწრაფი გავრცელება წარმოქმნის ხმოვან ტალღას, რომელიც ქუხილის სახით გესმით.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოლეკულურ მასშტაბებში, ქიმიურ ცვლილებებს შეუძლია ადგილობრივ დონეზე შეცვალოს ატმოსფეროც და ელვასთან ერთად სუნიც წარმოქმნას.
ჰაერი 78 პროცენტი აზოტისა და დაახლოებით 20 პროცენტი ჟანგბადისგან შედგება. როგორც წესი, ატმოსფეროში არც აზოტი და არც ჟანგბადი თავის ელემენტური ფორმით არ გვხვდება.
სამაგიეროდ, თითოეული მათგანი შეწყვილებულია, როგორც N2 or O2. როცა ელვა ჰაერს აცხელებს, იშლება მათ შორის არსებული ბმები და გამოყოფას იწყებს Ns ან Os.
ჰაერის გაციების შემდეგ, ატომების უმეტესობა კვლავ წყვილდება, მაგრამ ზოგიერთი ხელახლა იშლება. ზოგი O ატომი უერთდება 02-ს და წარმოქმნის 03-ს, ანუ ოზონს, რომელსაც სპეციფიკური სუნი აქვს. მისი შეგრძნება ზუსტად გაელვების შემდეგ არის შესაძლებელი, მაგრამ კონცენტრაცია ზედაპირამდე თითქმის ვერ აღწევს.
ეს ყველაფერი ცოტა ხნის წინ თავის თავზე გამოსცადა ალაბამის შტატში მცხოვრებმა 20 წლის რაიან ლონგმა.
„სამსახურში ვიყავი. სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებულ გორაკზე მდებარე შენობაში. უცბად თვალები დამიბნელა დამაბრმავებელმა თეთრმა ნათებამ. ისეთი სუნი დადგა, თითქოს რაღაც არაორგანული იწვოდა, კაბელი ან პლასტმასი“, — იხსენებს ლონგი, რომლის წინაც მეხი დაეცა.
ზოგიერთი ამ სუნს ქლორისას ადარებს, ზოგიც საწმენდი საშუალებებისას.
შესაძლებელია, რომ ელვის მიერ წარმოქმნილი ოზონის სუნი თქვენთვის საკმაოდ ნაცნობი იყოს. გახსენდებათ გაზაფხულის წვიმის სუნი?
დიახ, ეს ელვის სუნია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არც ისე ძალიან ელავს, ის მაინც საკმარის კვალს ტოვებს — ჰაერში წარმოქმნის ოზონსა და აზოტის დიოქსიდს, რომლებიც შემდეგ მიმოიფანტება. სუნი წვიმას ზედაპირისკენაც ჩამოაქვს.
ადამიანის ცხვირს შეუძლია შეიგრძნოს აზოტის უმცირესი კონცენტრაციაც კი — ათი წილი მილიარდში. ეს დაახლოებით უდრის ოლიმპიური საცურაო აუზის სამ ჩაის კოვზ წყალს.
ამ სუნის შეგრძნება ხანდახან ტანსაცმლის გახდისასაც შეგიძლიათ. ამ დროს ხახუნის შედეგად წარმოქმნილი ნაპერწკლები მინიატურული ელვის როლს ასრულებს და საკმარის ოზონს წარმოქმნის, რათა შეიგრძნოთ.
მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.