ელტონ ჯონმა ერევანში სმენადაქვეითებულ ბავშვებს ყურის სასმენი აპარატები გადასცა
ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ელტონ ჯონი სომხეთს ეწვია. 71 წლის მომღერალი ერევანში ამერიკული საქველმოქმედო კომპანია Starkey-ს პროგრამის ფარგლებში ჩავიდა. აღნიშნული კომპანია სასმენ აპარატებს აწარმოებს.
ელტონ ჯონმა არმენ სარგსიანთან ერთად, სომხეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული სარეაბილიტაციო ცენტრიც მოინახულა და სმენადაქვეითებულ ბავშვებს ყურის სასმენი აპარატები გადასცა.
საღამოს დაგეგმილია ელტონ ჯონისა და სომხეთის პრეზიდენტის ვახშამი.