ელონა გებრეა ხოჯა - ჩვენ განვაგრძობთ მზადყოფნას, კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს ახალ პარლამენტთან
ჩვენ განვაგრძობთ მზადყოფნას, კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს ახალ პარლამენტთან, რომ გაძლიერდეს საქართველოს ურთიერთობა ახალ კონტექსტში, – ამის შესახებ ეუთო-ს სპეციალურმა კოორდინატორმა ელონა ჯებრეა ხოჯამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რასაკვირველია, ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიღებული იყო ხანგრძლივი საკოორდინაციო პროცესის შედეგად. ის მოიცავდა საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციას და ნაწილობრივ იყო გათვალისწინებული ოდირის რეკომენდაციები თუმცა, მთელი რიგი წინა რეკომენდაციებისა, მაინც არ არის გათვალისწინებული. მაშინ, როდესაც სახეზეა გაუმჯობესება, მაინც არის გარკვეული წუხილები, თუ რამდენად ეფექტურად ხორციელდება საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და ასევე, რამდენად არის დაცული რეკომენდაციები კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება 30 ერთ მანდატიან საარჩევნო ოლქს და საზღვრებს, აქ კარგი საერთაშორისო პრაქტიკების მიუხედავად, მაინც არსებობს გარკვეული წუხილები, ეუთო/ოდირისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციები, რათა სათანადოდ ყოფილიყო რეგულირებულიყო დელიმიტაციის პროცესი და უზრუნველყოფილიყო ამომრჩევლის ხმათა თანასწორობა, უკეთესად ყოფილიყო გარანტირებული პოლიტიკური წარმომადგენლობა ეროვნული უმცირესობების დონეზე, ეს არ იყო კარგად გათვალისწინებული“, – აღნიშნა ელონა გებრეა ხოჯამ.
მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია ვადების ფარგლებში მოქმედებდა.
„რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, რა თქმა უნდა საარჩევნო ადმინისტრაცია ვადების ფარგლებში მოქმედებდა. რაც შეეხება კანონს, კანონის დაცვის მიხედვით მოქმედებდნენ, მაგრამ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი არ იქნა განხილული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც არის კოლეგიური ორგანო, ასევე ეს საკითხები არ იყო განხილული ღია სესიებზე. ძირითადად მთავრობის წარმომადგენლების ყოფნა უბანზე, გარკვეულ წუხილს და ეჭვებს წარმოქმნიდა. რაც შეეხება ამომრჩეველთა სიას, ბევრი წუხილი ასევე აღინიშნა მის სიზუსტესთან დაკავშირებით. ასევე, უნდა ვისაუბროთ გენდერულ წარმომადგენლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პირველი ქალი პრეზიდენტი იქნა არჩეული 2018 წელს, მაინც დასანანია ის, რომ ქალები არასათანადოდ რჩებიან წარმოდგენილი. შესაბამისად, სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღება კანდიდატთა სიებისთვის, სადაც მოთხოვნილი იყო, რომ ყოველი მეოთხე უნდა ყოფილიყო ქალი, ეს არის დადებითი ნაბიჯი და ეს არის ოდირის მიერ ადრე გაცემული რეკომენდაციის გათვალისწინება. ვიმედოვნებ, რომ ეს კვოტა ნამდვილად იქნება საშუალება იმისათვის, რომ ნამდვილად გაიზარდოს ქალთა რაოდენობა ახალ პარლამენტში“, – განაცხადა დამკვირვებელმა.
ეუთო-ს სპეციალური კოორდინატორი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და პარტნიორებს, განაგრძონ იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც გაცემულია ევროსაბჭოსა და ოდირის მიერ.
„რაც შეეხება ოდირი/ევროსაბჭოს წინა რეკომენდაციებს, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და პარტნიორებს, განაგრძონ ამ რეკომენდაციების შესრულება, რაც გაცემულია ევროსაბჭოსა და ოდირის მიერ. ჩვენი მხრიდან, ჩვენ განვაგრძობთ მზადყოფნას, კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს ახალ პარლამენტთან, რომ გაძლიერდეს საქართველოს ურთიერთობა ახალ კონტექსტში. მე ქართველ ხალხს მთლიანად ასამბლეის სახელით ვუსურვებ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, რასაც იმსახურებთ განსაკუთრებით ამ მძიმე პერიოდში“, – განაცხადა დამკვირვებელმა.