ელიზაბეთ რუდი - ვიმედოვნებთ, პირველ ტურში დაფიქსირებული ხარვეზები მეორე ტურში აღმოიფხვრება
ელიზაბეთ რუდი - ვიმედოვნებთ, პირველ ტურში დაფიქსირებული ხარვეზები მეორე ტურში აღმოიფხვრება

იმედი გვაქვს, საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული გარკვეული ხარვეზები შემდეგ ტურში აღმოიფხვრება და იქნება საშუალება, რომ ამომრჩეველმა თავისუფალ გარემოში თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის საელჩო ODIHR-ის ​მისიის დასკვნას ეთანხმება.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეთანხმება ეუთო ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში და ამომრჩევლებს ჰქონდათ საშუალება, დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი და ნება. თუმცა, ჩვენ ასევე ვეთანხმებით იმ განცხადებაში, რომ იყო გარკვეული ხარვეზები საარჩევნო პროცესში, რომელიც, იმედი გვაქვს, შემდეგ ტურში აღმოიფხვრება და იქნება იმის საშუალება, რომ ამომრჩეველმა თავისუფალ გარემოში თავისუფალი არჩევანი გააკეთოს“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.