ელიზაბეთ რუდი - სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას მათთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება
მოხარულები ვართ, რომ სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი უზრუნველყოფს ძალიან მაღალი ხარისხის მომსახურებას მათთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, დაჭრილი სამხედროებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად გავხსენით სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც მარო მაყაშვილის სახელს ატარებს. ეს პროექტი განხორციელდა ამერიკის არმიის ინჟინერთა კორპუსის მიერ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით. მოხარულები ვართ, რომ ეს ცენტრი უზრუნველყოფს ძალიან მაღალი ხარისხის მომსახურებას მათთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.
მსურს, რომ კიდევ ერთხელ დავაფასო ის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც არსებობს ჩვენ ქვეყნებს შორის და განსაკუთრებით ვახსენო დაჭრილ და დაშავებულ მეომართა წვლილი, რასაც ისინი მსოფლიო უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების კუთხით ასრულებენ“, – განაცხადა რუდმა.