ელიზაბეთ რუდი - მოხარული ვიქნებით, თუ ანაკლიის პორტის პროექტი ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია უცვლელია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ აშშ მოხარული იქნება, თუ ის ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება.
„ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ამ პროექტთან მიმართებაში არის უცვლელი. აღნიშნული პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ეს პროექტი ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება”, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.