ელიზაბეთ რუდი - ვამაყობთ, რომ აშშ იყო საქართველოს პარლამენტის პარტნიორი მრავალი მიმართულებით, სადაც პროგრესი დაფიქსირდა
ელიზაბეთ რუდი - ვამაყობთ, რომ აშშ იყო საქართველოს პარლამენტის პარტნიორი მრავალი მიმართულებით, სადაც პროგრესი დაფიქსირდა

ძალიან ვამაყობთ, რომ აშშ იყო საქართველოს პარლამენტის პარტნიორი მრავალი მიმართულებით, სადაც პროგრესი დაფიქსირდა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიში, რომელიც შეეხებოდა საპარლამენტო კომიტეტის საქმიანობას, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებების უკეთ დაცვას. დღეს ყურადღება გამახვილდა ანგარიშის იმ მიმართულებებზე, როგორიც არის ქალთა უფლებები, ბავშვთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა. ასევე საუბარი იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უფლებებზე. განხილულ იქნა საქმიანობა, რომელიც განხორციელდა საკანონმდებლო კუთხით. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ აშშ იყო საქართველოს პარტნიორი ბევრი მიმართულებით, სადაც აღინიშნა პროგრესი. გვჯერა, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობით, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მუშაობა გაგრძელდება საკანონმდებლო ინიციატივებზე, რათა საქართველოში ადამიანის უფლებები იყოს უკეთ დაცული და უნივერსალური“, – განაცხადა რუდმა.