ელიზაბეთ რუდი - ჩემი რჩევა იქნებოდა, ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები გაერთიანდნენ რთული გამოწვევის წინაშე
ჩემი რჩევა იქნებოდა, ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები გაერთიანდნენ ამ რთული გამოწვევის წინაშე, – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს კითხვას, რატომ არ სვამს საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ოკუპაციის საკითხს უფრო მწვავედ.
„აშშ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ყოველდღიურად საქართველოს მთავრობასთან ყველა გამოწვევაზე, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით არის გამოწვეული, მათ შორის ბორდერიზაციის საკითხზე, სოფელ გუგუნტიანთკარში მიმდინარე პრობლემაზე. ჩემი რჩევა იქნებოდა, ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები გაერთიანდნენ ამ რთული გამოწვევის წინაშე“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.