ელიზაბეთ რუდი - ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რათა საქართველომ გაამყაროს და გააძლიეროს დემოკრატია
ელიზაბეთ რუდი - ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რათა საქართველომ გაამყაროს და გააძლიეროს დემოკრატია

კონგრესმენები არიან წარმომადგენლები აშშ-ის საკანონმდებლო შტოსი, ამიტომ დეტალური კომენტარისთვის მათ სჯობს მიმართოთ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა კონგრესმენების წერილზე დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა.

ამასთან, როგორც რუდი აცხადებს, რომ საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად და გასამყარებლად ბევრი შესაძლებლობა არსებობს.

„საქართველოს უდგას ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, წელი და არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველომ გაამყაროს და გააძლიეროს დემოკრატია, მათ შორის დიალოგი ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის, რომელიც საარჩევნო სისტემაში ცვლილებას ეხება. ასევე საარჩევნო რეფორმების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არჩევნების გამჭვირვალობას. ეს საშუალებას მისცემს იმას, რომ იყოს უფრო მეტად პროპორციული და პლურალისტური წარმომადგენლობა“,- განაცხადა რუდმა.