ელიზაბეთ რუდი - აშშ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით და მხარს უჭერს დიალოგის პროცესს
ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.
როგორც რუდმა აღნიშნა, აშშ მხარს უჭერს მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის პროცესს.
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში. ასევე, იმედი გვაქვს, რომ პოლიცია თანაბრად უპასუხებს ყველა ამ ნიშანს“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.