ელიზაბეთ რუდი - აშშ-ის საელჩო ეთანხმება ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნების პირველი ტური ჩატარდა კონკურენტულ გარემოში
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეთანხმება ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, – ამის შესახებ საქართველში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.
მისი თქმით, ამომრჩევლებს ჰქონდათ საშუალება, საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ.
„ჩვენი საელჩო იზიარებს ასევე იმ პრობლემებს, რაც დაფიქსირდა არჩევნებზე ხარვეზების სახით და იმედი აქვს, რომ მეორე ტურში ხარვეზები გამოსწორდება. ჩვენ არჩევნებს ვუყურებთ როგორც კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ საქართველომ წარმოაჩინოს თავისი დემოკრატიული საარჩევნო სისტემა“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.