ელიზაბეთ რუდი - აშშ-ს კვლავაც მიაჩნია, რომ ანაკლიის პორტი საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია
ელიზაბეთ რუდი - აშშ-ს კვლავაც მიაჩნია, რომ ანაკლიის პორტი საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია

ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოსთვის სტრატეგიულია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

„მე დღეს ვნახე ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ შეუწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის კონსორციუმს“. ამერიკის შეერთებულ შტატებს კვლავაც მიაჩნია, რომ ანაკლიის პროექტი არის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი საქართველოსთვის და ჩვენ მივესალმებით ამ პროექტში ამერიკულ ინვესტიციებს“ – განაცხადა რუდმა.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო  ხელშეკრულება ოფიციალურად დღეს შეწყვიტა.