ელიზაბეთ რუდი - აშშ განაგრძობს ანაკლიის კონსორციუმის მხარდაჭერას, რომ მოახერხონ სათანადო რესურსების მობილიზება პროექტის დასრულებისთვის
ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს ანაკლიის კონსორციუმის მხარდაჭერას, რომ მოახერხონ სათანადო რესურსების მობილიზება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ანაკლიის პორტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„აშშ განაგრძობს მხარდაჭერას ანაკლიის კონსორციუმისა, რომ მათ მოახერხონ სათანადო რესურსების მობილიზება პროექტის დასრულებისთვის. მიგვაჩნია, რომ ანაკლიის პორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და იგი შეიტანს დიდ წვლილს საქართველოს ვაჭრობისა და ტრანსპორტირების განვითარების კუთხით. ჩვენ იმედი გვაქვს, აღნიშნული პროექტი განხორციელდება ამერიკული ინვესტიციით“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.