ელისეის სასახლეში განახლებული მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა გაიმართა
ელისეის სასახლეში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მონაწილეობით, ახალი მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა გაიმართა.
პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის მთავრობაში თანამდებობები შეინარჩუნეს ფინანსთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა და ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მარმა.
პოსტზე დარჩა ჯანდაცვის მინისტრი ოლივერ ვერანი, რომელიც კორონავირუსის პანდემიაზე საფრანგეთის საპასუხო ზომებს ხელმძღვანელობდა.
ასევე, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დარჩა ფლორენს პარლი.
პოსტი დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფერ კასტანერმა, რომლის მინისტრობის დროსაც „ყვითელჟილეტიანთა“ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართებოდა.
ის ჟერალდ დარმანინმა ჩაანაცვლა, რომელიც ბიუჯეტის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი 2018 წელს ორმა ქალმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.
განახლებული მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომის დაწყებამდე მოძრაობა „ფემენის“ აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
„როიტერის“ ცნობით, პოლიციამ სამი ქალი დააკავა.
საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა გადადგომის შესახებ 3 ივლისს განაცხადა.