ელისეის სასახლე - საფრანგეთი მზად არის, „ბრექსიტის" თარიღის გადადების ნებისმიერ არარეალურ შეთავაზებას ვეტო დაადოს
საფრანგეთი მზად არის, „ბრექსიტის” თარიღის გადადების ნებისმიერ არარეალურ შეთავაზებას ვეტო დაადოს. ამის შესახებ ელისეის სასახლე იუწყება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთის შეთავაზების საფუძველზე მხარეები არსებული ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ. ამასთან, განმარტებულია, რომ გაერთიანებული სამეფოს შეთავაზებამ ევროკავშირის ინსტიტუტები საფრთხეში არ უნდა ჩააგდოს.
ელისეის სასახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თარიღის გადაწევა არ მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას თავი აარიდოს.
როგორც უკვე ცნობილია, დიდი ბრიტანეთი ევროკავშისთვის „ბრექსიტის“ თარიღის გადავადების ინიციატივით მიმართავს. თუმცა ბრიუსელში განმარტავენ, რომ ამ შემთვხევაში დიდ ბრიტანეთს კონკრეტული გეგმა უნდა ჰქონდეს, რომლის საშუალებითაც თარიღის გადავადების შემთხვევაში მხარეები შეთანხმების მიღწევას მოახერხებენ.