ელიზაბეთ რუდი - აშშ-ი ყოველთვის მოუწოდებდა და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების პირობები
ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მოუწოდებდა და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების პირობები, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა სოფელ ატოცში საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის გმობდა და გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ადმინისტრაციულ საზღვართან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. აშშ ყოველთვის მოუწოდებდა და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების პირობები, გაიყვანოს ჯარები ომამდე არსებულ პოზიციამდე, წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და ამ რეგიონებს ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის ნება დართოს“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
სოფელ ატოცში საოკუპაციო რეჟიმი ბოძებს ამონტაჟებს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ბოძების მონტაჟს ღობის გაბმა მოჰყვება.