ელისაბედ ტიხი-ფისლბერგერი - მზარდი გამოწვევებისა და კლებადი ფინანსური შესაძლებლობების ფონზე, ადამიანის უფლებათა საბჭოს ეფექტიანად მუშაობა უკიდურესად მნიშვნელოვანია
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტის, ელისაბედ ტიხი-ფისლბერგერის განცხადებით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს დღევანდელი სესია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომლის მუშაობას მსოფლიოში იმაზე მეტი ადამიანი ადევნებს თვალს, ვიდრე ზოგჯერ წარმოუდგენიათ.
მისივე თქმით, აღნიშნული სესიის მუშაობით დაინტერესებული არიან განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც იმედოვნებენ, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები ერთ დღეს სასიკეთოდ გადაწყდება.
ლისაბედ ტიხი-ფისლბერგერი ამბობს, რომ მზარდი გამოწვევებისა და კლებადი ფინანსური შესაძლებლობების ფონზე, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ეფექტიანად მუშაობა უკიდურესად მნიშვნელოვანია.
„მიმდინარე წლის ეს პირველი სესია მრავალი მიზეზის გამო ამ საბჭოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სესიაა. ამ საბჭოს და მის მუშაობას თვალს ადევნებს ბვრად მეტი ადამიანი მსოფლიოში, ვიდრე ჩვენ ეს ზოგჯერ წარმოგვიდგენია, განსაკუთრებით კი ისინი, რომელთა სიცოცხლე და იმედები დამოკიდებულია ამ საბჭოს მუშაობაზე და რომლებიც იმედოვნებენ, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები ერთ დღეს მათ სასიკეთოდ გადაწყდება. ჩვენ ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ იმ შედეგებზე, რომლის მიღწევაც ამ საბჭოს შეუძლია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტანჯებიან კონფლიქტების, კრიზისებისა და ტერორის შედეგად, რომელთა უფლებები ილახება, რომელთა თავისუფლება შეზღუდულია, საჭიროებები დაუკმაყოფილებელია და მათთვის, ვინც ამ ადამიანებს იცავს ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. ყველას ინტერესში შედის, რომ ამ საბჭომ თავისი შესაძლებლობები სრულად გამოიყენოს და შეასრულოს მისთვის დაკისრებული მანდატი, რაც ადამიანის უფლებების დაცვას გულისხმობს. მზარდი გამოწვევებისა და კლებადი ფინანსური შესაძლებლობების ფონზე, ამ საბჭოს ეფექტიანად მუშაობა უკიდურესად მნიშვნელოვანია“ ,- განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტმა.