გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ელისაბედ მეორეს მილოცვას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
„მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„დიდი სიამოვნებით ვუგზავნი პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღის მილოცვას, საუკეთესო სურვილებით, რომ საქართველოს ხალხს ვუსურვებ ბედნიერებას და კეთილდღეობას“, – წერს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი.