ელისაბედ ბორნი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

22:32, 08.01.2024

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დეკემბერში პოლიტიკური ცვლილებები დააანონსა.

პრემიერ-მინისტრის გადადგომას მაკრონი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, ბორნის მიერ გაწეული სამუშაო იყო სამაგალითო და მადლობა გადაუხადა ამისთვის.

ელისაბედ ბორნი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2022 წლის 16 მაისიდან იკავებდა.

მსგავსი