მარკ რუტე აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს შუალედური არჩევნების შემდეგ მოუწოდა, „მხნეობა არ დაკარგოს და წინ იაროს“

12:09, 06.11.2026

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს შუალედური არჩევნების შემდეგ მოუწოდა, „მხნეობა არ დაკარგოს“.

„ბლუმბერგის“ ცნობით, რუტემ ამის შესახებ ჰოლანდიურ თოქშოუში, Pauw & De Wit-ში განაცხადა.

რუტემ განაცხადა, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ტრამპს „მოკლე შეტყობინება“ გაუგზავნა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, მან ტრამპს მისწერა: „მხნეობა არ დაკარგო, წინ იარე“.

გადაცემაში რუტეს ასევე სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ტრამპისა და პუტინის ბოლოდროინდელ შეთანხმებაზე აშშ-ისთვის დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ. რუტემ აღიარა, რომ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებს შორის „პანიკა“ იყო.

„მესმის ეს, მეც გაკვირვებული ვიყავი“, – თქვა მან.

ამავდროულად, რუტემ აღიარა, რომ ევროპამ წელს რუსეთიდან დიდი რაოდენობით თხევადი ბუნებრივი აირიც შეიძინა, „გაცილებით მეტი, ვიდრე დიზელის შეთანხმება ოდესმე მოიტანს“.

„ევროპაც არ არის ცოდვის გარეშე“, – განაცხადა მარკ რუტემ.

მსგავსი