ელიავას ბაზრობაზე ხე-ტყის მასალების ინვენტარიზაცია მიმდინარეობს [ფოტო]
ელიავას ბაზრობაზე ხე-ტყის მასალების ინვენტარიზაცია მიმდინარეობს.
ადგილზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, ინვენტარიზაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული მოკვლევის ფარგლებში ხორციელდება.
მოვაჭრეთა დიდი ნაწილი კომენტარისგან თავს იკავებს. ნაწილი ამბობს, რომ მათ საბუთები წესრიგში აქვთ. ბაზრობაზე როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტული ხის მასალა იყიდება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ინვენტარიზაცია სხვა სავაჭრო ობიექტებზეც მიმდინარეობს.