ელგუჯა ხოკრიშვილი - ნატო-ს მოახლოებულ სამიტზე გერმანია საქართველოს მხარს დაუჭერს
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის გერმანიაში ყველა შეხვედრაზე დღის წესრიგში ნატო-ს მოახლოებული სამიტი დგას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის გერმანიაში ვიზიტის შეფასებისას გერმანიაში საქართველოს ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა განაცხადა.
ელჩის განცხადებით, ნატო-ს მოახლოებულ სამიტზე გერმანია საქართველოს მხარს დაუჭერს.
„ყველა შეხვედრაზე დღის წესრიგში ნატო-ს მოახლოებული სამიტი დგას, რომელზეც გერმანიის მხრიდან იქნება მხარდაჭერა. სამიტზე უნდა მოხდეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ასახვა. ადეკვატურად უნდა შეფასდეს ის რეფორმები, რომლებიც საქართველომ გაატარა. ჩვენ ველოდებით პარტნიორებისგან, რომ ნატო-ს სამიტი შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად რეალურ ინსტრუმენტებს მოგვცემს.
ძალიან მნიშვნელოვანია, გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იძლევა იმის საშუალებას, რომ აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე მაღალი რანგის წარმომადგენლებისთვის მოხდეს ინფორმაციის მიწოდება“, – განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.