ელექტრონული ტექნოლოგიებით ქვეყანაში არჩევნების ჩატარების საკითხზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ პრეზენტაცია მიმდინარეობს
ელექტრონული ტექნოლოგიებით ქვეყანაში არჩევნების ჩატარების საკითხზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ პრეზენტაცია მიმდინარეობს

ელექტრონული ტექნოლოგიებით ქვეყანაში არჩევნების ჩატარების საკითხზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ პრეზენტაცია მიმდინარეობს.

ახალ ტექნოლოგიებს პოლიტიკური მხარეები ეცნობიან. დღევანდელი ღონისძიების შემდეგ საარჩევნო რეფორმა რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას კვირის ბოლომდე გაეგზავნება.

მხარეები უკვე შეთანხმდნენ ბევრ საკითხზე, აზრთა სხვადასხვაობაა საარჩევნო ადმინისტრაციის სრულ განახლებაზე. ოპოზიციიის ნაწილი ითხოვს, რომ ცესკო-ს მოქმედი შემადგენლობის ხელახლა არჩევა მოხდეს, რასაც ეწინააღმდეგება „ქართული ოცნება“ და არგუმენტად ასახელებს, რომ მსგავსი ჩანაწერი შარლ მიშელის შეთანხმებაში არ არსებობს.

საარჩევნო რეფორმაზე საპარლამენტო განხილვები 24 მაისის კვირაში დაიწყება, მისი სამი მოსმენით დამტკიცება 21 ივნისისთვის იგეგმება.