ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ექოვეივსი“ (Echowaves) დღეიდან დაიწყება.
ფესტივალი 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და ანაკლიის სანაპიროზე, მსმენელის წინაშე 150-ზე მეტი არტისტი წარსდგება.
როგორც ფესტივალის სპიკერმა ლუკა ჯაშიაშვილმა განაცხადა, უკვე ცნობილია ფესტივალის სცენების განრიგი. მისივე თქმით, წელს მსმენელს ახალი სცენები ელოდება.
„150-ზე მეტი არტისტი რვა სხვადასხვა სცენაზე დაუკრავს. ყველა მათგანი განსაკუთრებულია და კონკრეტული მუსიკის მოსმენა კონკრეტულ სცენაზე იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ლუკა ჯაშიაშვილმა.
წელს ადგილს იცვლის მთავარი სცენაც – WAVE STAGE- ზე ფესტივალის სტუმრები ჰაუსის, ტექ-ჰაუსის, ტექნოს და ცოცხალ შესრულებას მოუსმენენ. ახალი სცენები კი ასეთია: WAVE STAGE – ფესტივალის მთავარი სცენა – ჰაუსი, ტექ-ჰაუსი, ტექნო და ცოცხალი შესრულებები; TAIYO STAGE – ჰაუს მუსიკის სცენა; BOX STAGE – ტექნო მუსიკის სცენა; OCTAGON STAGE – ტექ-ჰაუსისა და მელოდიური ტექნოს სცენა; ZION SUN SETS STAGE – ცოცხალი მუსიკისა და ჩილაუთ მუსიკის სცენა; BEATS, RHYMES & LIFE STAGE – ჰიპ-ჰოპის, ფანკისა და რეგის სცენა; ISLAND STAGE – After party სცენა, ფესტივალის ტერიტორიის გარეთ, კუნძულზე; TREEBAL STAGE – ფსიქოდელიური ტრანსის სცენა.