ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ ავარიულად გამოირთო, რის გამოც თბილისსა და რეგიონებში ენერგომომარაგება შეზღუდულია
თბილისსა და რეგიონებში ენერგომომარაგება შეზღუდულია.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, დღეს 18:11 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“.
„ამ დროისთვის ავარიის ლიკვიდაცია მიმდინარეობს“, – აღნიშნავენ კომპანიაში.