ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას "ევროპული საქართველო" მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პროგრამას უკავშირებს
ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას "ევროპული საქართველო" მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პროგრამას უკავშირებს

ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას “ევროპული საქართველო” მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პროგრამას უკავშირებს. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში გადასახადების განახევრების დაპირებით მოვიდა, თუმცა რეალურად, სამთავრობო გუნდი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს.

“ევროპულ საქართველოში” ამბობენ, რომ გადასახადების კიდევ უფრო გაზრდა მძიმედ აისახება მოსახლეობის ბიუჯეტზე, მაშინ როდესაც ლარი გაუფასურებულია.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელისუფლებას პრობლემების გადაჭრის გზებსაც სთავაზობს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბიუროკრატიული ხარჯები შემცირდება, გამოთავისუფლებული თანხებით შესაძლებელი გახდება პენსიების, ასევე ვეტერანებისა და შშმ პირებისთვის დახმარების გაზრდა.

დაზოგილი თანხით ასევე შესაძლებელი გახდება მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და გადასახადების დაწევა, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

შეგახსენებთ, სემეკ-ის დადგენილების პროექტით, „თელასის“ აბონენტებისთვის ელექტროენერგია 1.56 თეთრით ძვირდება.