ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე მოწობილობის დასამუხტად მიერთების გარეშე პარკირება დაჯარიმებას გამოიწვევს
ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე პარკირება დაჯარიმებას გამოიწვევს.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი და გოგა გულორდავა არიან.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა 50 ლარი იქნება.