ელენე ხოშტარიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
საკუთარი არჩევანი დააფიქსირა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარია საარჩევნო უბანზე მამასთან ერთად მივიდა.
როგორც ხოშტარიამ ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ განაცხადა, ხმა მისცა კანდიდატს, რომელიც გუნდთან ერთად გაარღვევს შურისძიების, ბოღმის, რევანშის, აგრესიული დაპირისპირების წრეს და იქნება პასუხისმგებელი ხალხის და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის წინაშე.