ელენე ხოშტარიამ კობა გვენეტაძეს მიმართა - ახლა მაინც დაიკავეთ მკაფიო პოზიცია და ახლა მაინც გამოძვერით ამ კრიმინალური ოპერაციიდან
ელენე ხოშტარიამ კობა გვენეტაძეს მიმართა - ახლა მაინც დაიკავეთ მკაფიო პოზიცია და ახლა მაინც გამოძვერით ამ კრიმინალური ოპერაციიდან

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს მიმართა, „თიბისი ბანკის“ საქმეზე რა გათეთრებას ჰქონდა ადგილი და საერთოდ ჰქონდა თუ არა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, „თიბისი ბანკის“ საქმეზე სწორედ კობა გვენეტაძემ ჩამოაყალიბა სახელმწიფო მანქანა და ამ პროცესში კანონის დარღვევასაც არ ერიდება.

„ბატონო კობა, ნამდვილად გასაგებია, რატომ არ გინდათ კომიტეტზე მოსვლა, რატომ არ გინდოდათ „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლებთან ერთად ამ საკითხებზე საუბარი და ისიც გასაგებია, მთელი „ქართული ოცნება“ შავზე თეთრის მტკიცებით როგორ ამტკიცებს, რომ საკომიტეტო და პლენარულ მოსმენებს შორის განსხვავება არ არის. გასაგებია, ეს სურათი იკვრება კიდევ ერთხელ და ეს სურათ არის ნაწილი იმ სურათის, რომ სახელმწიფო მანქანა თქვენი ჩაყოლებით ამ პროცესში არის დაკავებული კანონის დარღვევით. დაკავებული ხართ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამოჩემებული ადამიანის განადგურებით და ამაში იყენებთ ყველა ინსტიტუტს. ბატონო კობა კითხვას, მაინც ვერ გაექცევით

ელენე ხოშტარიამ კობა გვენეტაძეს მიმართა, ჩამოაყალიბოს, რა პოზიცია აქვს, არის თუ არა მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით საუბარი ფულის გათეთრებაზე.

ბოლო-ბოლო, რომ გაგვაგებინოთ. ამბობთ, რომ გათეთრებაზე საერთოდ პოზიცია არ მაქვსო, ვერ ვიტყვი, არის თუ არა გათეთრებაო. ამასთანავე, მამუკა ხაზარაძე საუბრობდა, რომ თქვენ მას პირდებოდით წერილს, სადაც ახსნილი იქნებოდა, რომ ფულის გათეთრებასთან მიმართებაში პრობლემა არ არსებობს. ადასტურებთ თუ არა ამას. არსებობს წერილი, რომელშიც თქვენ ცალსახად ამბობთ, რომ თქვენს ინსპექტირებაში იყო საუბარი მხოლოდ ინტერესთა კონფლიქტზე და არა ფულის გათეთრებაზე. გაგვაგებინეთ, ფულის გამთეთრების იარლიყი რომ მიაწებეთ ამ კაცს, თქვენ ცალკე ხართ? მაშინ გვითხარით, რომ პროკურატურამ ტყუილად მიაწება ეს იარლიყი. ახლა მაინც დაიკავეთ მკაფიო პოზიცია და ახლა მაინც გამოძვერით ამ კრიმინალური ოპერაციიდან“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.