ელენე ხოშტარია - უგულავას საქმეზე ევროპარლამენტარების მისიის შექმნაზე საუბარი უბრალო პიარია და „ქართული ოცნება“ ამით ვერ გამოძვრება
გიგი უგულავას საქმეზე ევროპარლამენტარებისგან შემდგარი მისიის შექმნაზე საუბარი უბრალო პიარია, თუ ჰგონია „ქართულ ოცნებას“ რომ ამით გამოძვრება, ძალიან ცდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა.
როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რაც უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა საქართველოში და ნახავს ვითარებას, მით უკეთესი.
„ეს ყველაფერი არის ივანიშვილის მხრიდან დაანონსებული რეპრესიები. ცხადია, არის მოლოდინი, რომ ვინც დღეს იბრძვის დემოკრატიული საქართველოსთვის და არჩევნებისთვის, მათ ემუქრებათ ციხე. თუ გონიათ, რომ ამ გზით ოპოზიციას დაასუსტებენ, ცდებიან. ეს დამთავრდება მტკივნეულად ბიძინა ივანიშვილისა და ამ ხელისუფლებისთვის. ევროპარლამენტიდან ყოველდღე მოდის განცხადებები, გიგი უგულავას დაჭერასა და პოლიტიკური დევნაზე პოზიცია ჩამოყალიბებულია. რაც უფრო მეტი ევროპარლამენტარი ჩამოვა, საქმეებს შეისწავლის, მათ შორის მიმდინარე საქმეებს და რეპრესიებს, უკეთესი. ამ ყველაფერში „ქართული ოცნების“ მოტივაცია არის უბრალოდ პიარი, თუმცა თუ ჰგონია, რომ პიარით გამოძვრება ძალიან ცდება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.