ელენე ხოშტარია - სასაცილოა ხელისუფლება, რომელიც ხან რკინის ღობეს, ხან ზვიგენებს იგონებს, რათა პარლამენტის წინ ხალხი არ შეიკრიბოს
მართლა სასაცილოა ხელისუფლება, რომელიც ხან რკინის ღობეს, ხან მწვანე ღობეს, ხან ზვიგენებს იგონებს იმისთვის, რომ ოღონდ პარლამენტის შენობის წინ ხალხი არ შეიკრიბოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ხელისუფლებას ეშინია პარლამენტთან ხალხის შეკრების.
„რა გონიათ პარლამენტი გაქრა ამის გამო? აქ ვეღარ მოვალთ? გზა უფრო ადვილად გადაიკეტება რუსთაველზე. სისულელე და სასაცილოა. ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ხალხი არ შეიკრიბოს აქ და ასახავს იმ შიშის, რომელიც აქვთ ხალხის შეკრების. ეჭვი მაქვს, რომ ისეთი მასალით შემოღობეს, სტიკერიც ვერ გაეკრას ამდენი იფიქრეს, რა დღეში არიან, მართლა სასაცილოა ასეთ მდგომარეობაში ხელისუფლება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.