ელენე ხოშტარია - სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას უნდა აუხსნას, რატომ წავიდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიიდან
ელენე ხოშტარია - სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას უნდა აუხსნას, რატომ წავიდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიიდან

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სალომე ზურაბიშვილს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დატოვების მიზეზების განმარტებას სთხოვს.

როგორც ელენე ხოშტარიამ დღეს ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა საგამოძიებო კომისია ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში დატოვა და არც არასდროს გაუკეთებია შეფასება კომისიის დასკვნაზე.

„მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ხორავას საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის წევრი იყო თვეების მანძილზე, გაეცნო საქმის მასალებს და ფლობს ინფორმაციას ყველა ხელის დაფარების ფაქტზე. მან დატოვა კომისია ყველაზე საპასუხისმგებლო დროს, როცა უნდა დაგვედო დასკვნა. სალომე ზურაბიშვილს არც ერთხელ არ გაუკეთებია კომენტარი კომისიის საბოლოო დასკვნაზე. გუშინ დებატებზე მან აარიდა თავი ამ თემაზე საუბარს. თუ მას წარმოუდგენია, რომ უნდა გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი და აიღოს პასუხისმგებლობას ქვეყანაში სამართლიანობაზე, მაშინ მინდა, მან საზოგადოებას აუხსნას, რატომ წავიდა კომისიიდან და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ხოშტარიამ.