ელენე ხოშტარია - რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ტატუნაშვილის მსგავსი ფაქტი ფასი დაუჯდება
ელენე ხოშტარია - რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ტატუნაშვილის მსგავსი ფაქტი ფასი დაუჯდება

რუსეთს ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია, რუსეთს არჩილ ტატუნაშვილის მსგავს ფაქტებზე მეტი წინაღობა დავუყენოთ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ელენე ხოშტარიამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, წარმოუდგენლად ცინიკური და ვანდალური შემთხვევა მოხდა.

“ეს რუსეთმა გააკეთა და აგრძელებს. ეს არის რუსეთი, ეს არის რუსეთის დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ დამოკიდებულება, ეს არის საფრთხე, რომელშიც ვცხოვრობთ. მნიშვნელოვანია, პარტნიორებთან ერთად ამ შემთხვევაზე მიზანს მივაღწიოთ. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი ტიპის ქმედებები ფასი დაუჯდება. ეს ჩვენი უსაფრთხოების საერთო პოლიტიკა უნდა იყოს. ამისთვის კონკრეტული შეთავაზება გვაქვს, რაც ოთხოზირიას სიას ეხება. ეს კონკრეტული მექანიზმია იმის, რუსეთს მსგავსი ფაქტები ფასი როგორ დაუჯდეს. თუ ერთიან და წინასწარ პოლიტიკას არ მოვიფიქრებთ, ამ ყველაფრის შეჩერებაზე რეაგირების რეჟიმში ყოფნა ძალიან გაგიჭირდება. ამ პროცესში მთავარი ჩვენი პარტიორები არიან და ვიმედოვნებ, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტი ერთიანი და ზეპარტიული იქნება. ბევრად უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ საერთაშორისო პოლიტიკა აქტიური იყოს და რუსეთმა ფასი გადაიხადოს. რუსეთს ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია, რუსეთს ასეთ ფაქტებზე მეტი წინაღობა დავუყენოთ”, – განაცხადა ხოშტარიამ.