ელენე ხოშტარია - რასაც ხელისუფლება ახორციელებს, გამოძიება კი არა, ორმაგი სტანდარტია
რასაც ხელისუფლება ახორციელებს, გამოძიება კი არა, ორმაგი სტანდარტია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ 20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი პირის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.
„ვხედავთ, რომ ხელისუფლება საზოგადოების სამართლიანი პროტესტის მეთხუთმეტე დღეს, არც ერთ პოლიციელს არ სჯის. ამ პოლიციელების მიმართ რამე ჰიპოთეტური ბრალდებები კი არ არის, კადრები არის ხელაწეულ ადამიანებზე თავდასხმა, ფარეხიდან ადამიანების გადმოგდება, დათხრილი თვალები და აშ. ამაზე არანაირი რეაგირება არ არის. ვიღაცას უფლებამოსილება შეუჩერეს, მაგრამ გახარია კიდევ მინისტრია. გამოძიება ის არ არის, რაც მათ ქნეს, ეს არის ორმაგი სტანდარტი, პლუს არის ფარისევლობა, როცა ამბობენ, რომ პოლიციაზე თავდასხმას ვერ აიტანენ. ჩვენ გვაქვს შვიდი წლის განმავლობაში არაერთი შემთხვევა, როცა პოლიციაზე იყო თავდასხმა „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან, კორცხელიდან დაწყებული, ვასაძის ქმედებები და აშ. მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, ეს არის შერჩევითი სამართალი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.