ელენე ხოშტარია - „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს შევუქმნით, ჯარს გამოიყვანენ? ბოლომდე შევასკდებით, სადამდეც შევძლებთ, ბოლომდე ვიჭიდავებთ
„ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს მაქსიმალურად შევუქმნით, ჯარს გამოიყვანენ? ბოლომდე შევასკდებით, ბოლომდე შევასკდებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, ელენე ხოშტარია, „ქართული ოცნების“ ოფისთან განაცხადა.
როგორც ელენე ხოშტარიმ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წევრებს ხალხის რისხვა ყველგან დახვდებათ.
„თქვენ ნახეთ, რომ ქვეყნის სხვადასხვა წერტილში იყო იგივე პროტესტი, ეს არის საერთო განწყობა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ეს ქვეყანა დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს. მათ არ ექნებათ კომფორტი, რომ ტყუილებისთვის, არჩევნების მსხვრევისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ სიარულისთვის აქ შეიკრიბონ და ერთმანეთში რაღაც სისულელეები აკეთონ. ყველგან ექნებათ დისკომფორტი. ვიქნებით სხდომის დასრულებამდე, მათ შეხვდებათ ძალიან მწვავე პროტესტი აქ და ყველა ადგილას სადაც მივლენ. დღეს რაც ხდება რუსთაველზე დღეს არის ყველას საქმე. „ქართული ოცნების“ არსებობას ქართული საზოგადოების თავზე და კისერზე ვაპროტესტებთ, მას შემდეგ, რაც მათ ადამიანებს წაართვეს მთავარი, არჩევნების უფლება, ისინი მიიღებენ მუდმივ, ძალიან მწვავე პროტესტს, ყველგან, სადაც იქნებიან. „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს მაქსიმალურად, ჯარს გამოიყვანენ? ბოლომდე შევასკდებით. ბოლომდე შევასკდებით რომ შევუქმნათ დისკომფორტი, რადგან ქვეყანას სჭირდება, რომ ეს ხალხი წავიდეს. სადამდეც შევძლებთ ბოლომდე ვიჭიდავებთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. პარტიის შენობასთან კი საპორტესტო აქცია იმართება.