ელენე ხოშტარია - პრინციპული თანხმობა გვაქვს ყველა საკითხზე, პარლამენტში არშესვლაზე, პარტნიორებთან და პრეზიდენტთან მუდმივ თანამშრომლობაზე, ქუჩაში ბრძოლაზე, აქციები არ შეწყვეტილა
ელენე ხოშტარია - პრინციპული თანხმობა გვაქვს ყველა საკითხზე, პარლამენტში არშესვლაზე, პარტნიორებთან და პრეზიდენტთან მუდმივ თანამშრომლობაზე, ქუჩაში ბრძოლაზე, აქციები არ შეწყვეტილა

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა პრინციპულ საკითხზე თანხმდებიან.

მან ჟურნალისტებს გააცნო სამი ძირითადი საკითხი, რაზეც „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერ საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ თანხმობა აქვთ.

„ჩვენ ვართ მუდმივ კოორდინაციაში ყველა პრინციპულ საკითხზე. პირველი არის პარლამენტში არშესვლა, ეს არის მთავარი ფუნდამენტური არ აღიარება ამ არჩევნების, ამაში ვართ აბსოლუტურად ერთიანები; მეორე – ეს არის მუდმივი თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე პრეზიდენტთან; მესამე არის ქუჩა და ქუჩაში ბრძოლა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე გვაქვს სპეციფიკური მიდგომა. ჩვენ არ ვაპირებთ, წინასწარ დავაანონსოთ, როდის რას ვიზამთ, ეს ყოველთვის იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის. ამ ყველა საკითხზე გვქონდა მსჯელობა და პრინციპული თანხმობა გვაქვს. აქციები არ შეწყვეტილა, ამას ექნება ის რეჟიმი, ტემპი, ფორმა, ის დღეები, რაც იქნება „ოცნებისთვის“ მოულოდნელი და შედეგზე ორიენტირებული“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.