„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პრინციპულ საკითხებს არ დათმობენ.
როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, დანარჩენი ტაქტიკის ამბავია, ხოლო მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი არ იღებს.
„არაფერს დავთმობთ პრინციპულს, პოლიტპატიმრები გამოვლენ და ვადამდელი იქნება. დანარჩენი ტაქტიკის ამბავია, რომელიც ჩვენ კისერზე და ტყავზე გადადის. მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს“, – წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“.
პლებისციტთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე.