ელენე ხოშტარია - მნიშვნელოვანია, ვიბრძოლოთ და შევეწინააღმდეგოთ არსებულ პრეცედენტს, რომ პარლამენტის წევრობის არსებობა-არარსებობას განსაზღვრავს კონკრეტული პარტიული ინტერესი
მიუხედავად იმისა, რომ ილუზიები არსებულ მართლმსაჯულებაზე არ მაქვს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიბრძოლოთ და შევეწინააღმდეგოთ არსებულ პრეცედენტს, რომ პარლამენტის წევრობის არსებობა-არარსებობას განსაზღვრავს კონკრეტული პარტიული ინტერესი, როცა უნდა შეუწყვეტს, როცა უნდა არ შეუწყვეტს, – ამის შესახებ მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
„თავისთავად შეურაცხმყოფელია, რომ ვიღაც გისაზღვრავს ამ გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვანია, რომ არ დამკვიდრდეს ამ ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა, ჩვენ ამას არ შევეგუებით და პროცესიც იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ხოშტარიამ.
საქმის „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დაიწყება.
დავის საგანია „ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის“, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიასთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობა.