ელენე ხოშტარია - მინდა, მხარდაჭერა გამოვხატო ეკა ბესელიას მიმართ, რომელსაც განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან „ქართული ოცნების“ წევრები
ელენე ხოშტარია - მინდა, მხარდაჭერა გამოვხატო ეკა ბესელიას მიმართ, რომელსაც განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან „ქართული ოცნების“ წევრები

სრული მხარდაჭერა მინდა, გამოვხატო ეკა ბესელიას მიმართ, ეს არის ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებულად ბინძური ხერხებით, განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უბრალოდ ანადგურებენ ადამიანს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის პრობლემა დღეს არის ზარდიაშვილია, კილაძისა და მათიკაშვლისნაირი დეპუტატების არსებობა.

„აქ უკვე პოლიტიკაც აღარ არის, ეს არის ადამიანურად ბინძური მოპყრობა ოპონენტის მიმართ და ამ ფონზე ცალსახაა, რომ მთავრობის სირცხვილია და პრობლემა ამ პარლამენტის არის ზარდიაშვილი, კილაძე და მათიკაშვილის ნაირი დეპუტატების არსებობა, რომელსაც სოლიდარობა კი არ უჩნდებათ ადამიანის მიმართა, რომელიც გაისრისა, არამედ პირიქით, აი ასე აწვებიან ბინძური ხერხებით. ცუდია ფიზიკური დაპირისპირება, მაგრამ ეს დაპირპისრება გამოიწვია იმ უბინძურესმა მეთოდებმა, რაც გამოიყენეს ბესელიას წინააღმდეგ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.