ელენე ხოშტარია - კონკურენცია ითხოვს გარკვეული განსხვავებების ჩვენებას, თუმცა ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ
ელენე ხოშტარია - კონკურენცია ითხოვს გარკვეული განსხვავებების ჩვენებას, თუმცა ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ

პარტიებს შორის კონკურენცია ითხოვს გარკვეული განსხვავებების ჩვენებას, თუმცა ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ხოშტარია გამოეხმაურა თანაგუნდელ გიგი უგულავას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვას.

„გასაგებია, რომ პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას, პარტიებს შორის კონკურენცია  ერთიანობის მიუხედავად ითხოვს გარკვეული განსხვავებების ჩვენებას, თუმცა მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

საუბარია ვიდეომიმართვაზე, სადაც უგულავამ განაცხადა, რომ სააკაშვილმა ზურგში დანა ჩაარტყა ოპოზიციის ერთობას მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის, მას მეტი მიზანი და იდეა არ აქვს.