ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც ჩვენ ახლა ვიცით, დედაქალაქმა თქვა თავისი სიტყვა. ხალხი გამოვიდა და „ქართული ოცნება“ დაამარცხა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, კოალიციამ დაამარცხა „ქართული ოცნება“ დედაქალაქში, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ყველას ამოცანაა, დაიცვან ხმები.
„რა თქმა უნდა, ახლა ჩვენი, ყველას ამოცანა არის, დავიცვათ ხმები, უახლოესი ორი საათის განმავლობაში. წარმომიდგენია, აღელვებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ამიტომ, ჩვენ ახლა ყველა ვიშლებით უბნებში, ვიცავთ ხმებს ყველას უბანზე, მოვუწოდებთ დავიცვათ ხმები და ძალიან მალე თბილისს ეყოლება კოალიციური მმართველობა.
არ არსებობს „ქართული ოცნების“ კვლევა. მსჯელობასაც კი არ ვაპირებ მათ კვლევებზე. ერთადერთი სანდო ჩვენ, რაც მოვისმინეთ ახლა, არის იფსოს კვლევა. იგივე ინფორმაცია მოდიოდა უბნებიდან მთელი დღის განმავლობაში. ჩვენ ვნახეთ მობილიზებული თბილისი, ამან მოიტანა შედეგი. ახლა რეგიონებშიც და თბილისშიც უნდა დავიცვათ ხმები. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხალხს ეშინია ხოლმე კვლევაზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.