ელენე ხოშტარია - ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ  არ შეიძლება, ადამიანის ჯანმრთელობა ვაჭრობის საგანი იყოს, სააკაშვილი სამკურნალოდ უნდა გაუშვან, დასავლეთს ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს
ელენე ხოშტარია - ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ არ შეიძლება, ადამიანის ჯანმრთელობა ვაჭრობის საგანი იყოს, სააკაშვილი სამკურნალოდ უნდა გაუშვან, დასავლეთს ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს

ადამიანის ჯანმრთელობა რომ არ შეიძლება, ვაჭრობის საგანი იყოს და სამკურნალოდ უნდა გაუშვან, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. დასავლეთს რომ უპირისპირდები, მას ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერსონალური სანქციების თემა დღის წესრიგში ცენტრალურ საკითხად დგას.

„მსოფლიოში დარჩა რუსეთი, ბელარუსი და საქართველო, რომლებიც უგუნურ და საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენ. ადამიანის ჯანმრთელობა რომ არ შეიძლება, ვაჭრობის საგანი იყოს და სამკურნალოდ უნდა გაუშვან, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. ამას ელემენტარული ადამიანობა სჭირდება და შენ რომ დასავლეთს უპირისპირდები, მას ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს, მათ შორის პერსონალური სანქციები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უკვე დღის წესრიგში ცენტრალურ საკითხად დადგა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.