ელენე ხოშტარია - დოკუმენტზე ხელმოწერის დროს დარჩა ინტერპრეტაციის სივრცე, გაჩნდა საფრთხე, რომ ამნისტია შეიძლება შეეხოს მოძალადე პოლიციელებს
სამწუხაროდ, ხელმოწერის დროს დარჩა ინტერპრეტაციის სივრცე, გაჩნდა საფრთხე, რომ ამნისტია შეიძლება შეეხოს მოძალადე პოლიციელებს, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი, -ამის შესახებ მოძრაობა „დროას“ ლიდერმა,ელენე ხოშტარიამ განაცხადა
მისი თქმით, რამდენიმე ოპოზიციონერი ხელმომწერიც საუბრობს, რომ ეს კანონი შეეხება რამდენიმე პოლიციელს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ერთ-ერთი პოლიციელი არის უშუალოდ ის, რომელიც გამიზნულად ესროდა დემონსტრანტებს. უფლებამოსილების გადამეტება, რაც მუხლში უწერია მას, პრაქტიკულად გულისხმობს, რომ გამიზნულად დემონსტრანტებს ესროდა. სწორედ ამ პოლიციელის ამნისტირება არის კატეგორიულად დაუშვებელი. მივესალმები „ლელოს“ ინიციატივას, რომ რაღაც მექანიზმი ახლა მაინც მოიფიქრონ, თუმცა რისკები ჯერჯერობით მაინც რჩება“, – განაცხადა ხოშტარიამ.