ელენე ხოშტარია - დღეს კონსოლიდაციისა და მწვავე პროტესტის გარდა, სხვა გამოსავალი არ არის
ბიძინა ივანიშვილმა წაართვა ადამიანებს არჩევნების უფლება, პრაქტიკულად მოახდინა ვითარების სრული რადიკალიზაცია. შესაბამისად, სხვა გამოსავალი არ არის, გარდა კონსოლიდაციისა და ძალიან მწვავე პროტესტისა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, აბსოლუტურად განსხვავებული პარტიები ჩამოყალიბდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს და უნდა ჩატარდეს ვადამდელი პროპორციული არჩევნები.
„ადამიანებს უნდა დაუბრუნდეთ საშუალება, თავად განსაზღვრონ, ვინ იქნება ძალაუფლებაში, რა დოზით, რამდენი, და ამისთვის პროპორციული არჩევნები საუკეთესო საშუალებაა. პროტესტი არის ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან მწვავე. ჩვენ ვართ რუსთაველზე, ვახდენთ პიკეტირებას, ბლოკირებას თბილისშიც, სხვა ქალაქებშიც. დღეს დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან ფართომასშტაბიანი აქცია“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.