ელენე ხოშტარია - ჩვენი ქვეყნის სირცხვილია ის, რაც პარლამენტში ხდება
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, სირცხვილია, რაც პარლამენტში ბოლო პერიოდში ხდება – ირაკლი შოთაძის დამტკიცების პროცესი და პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა ნახევრად ცარიელ დარბაზში.
ხოშტარიას განმარტებით, სირცხვილია, როცა ცარიელ დარბაზში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იწვევენ.
„ის, რაც ხდება ამ პარლამენტში, რაც ვნახეთ გუშინ, შეშინებული შოთაძის გადამალვა და მისთვის კომფორტის შექმნა, მისი დამტკიცების გეგმა, ადამიანები, ვინც უყურებდნენ დამონებული ადამიანების ცარიელ დარბაზს, კიდევ ასწრებენ დიპლომატიურ კორპუსს, რაც არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, რადგან დემოკრატია არ გამოიყურება ასე, დემოკრატია გამოიყურება კამათში, მწვავე კრიტიკაში, და არა ასე, როცა ნახევრად ცარიელ დარბაზში, ქვეყანაში, რომელშიც არის დიდი კრიზისი, ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის და ასე საუბრობს.ერთადერთი, რისი სიმბოლოც ეს ყველაფერი არის, საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირია.
ადამიანები ითხოვენ თავისუფალ მართლმსაჯულებას, არჩევნების თავისუფლებას, ითხოვენ, რომ ხალხი წყვეტდეს, ვინ იქნება ამ დარბაზში და არა ბიძინა ივანიშვილი. როცა მათ ეგონებათ, რომ კომფორტულად, ასე ჩაიკეტებიან დარბაზში და ხელოვნური, გულისამრევი, არაფრისმთქმელი გამოსვლებით შექმნიან კომფორტს, ყოველთვის ექნებათ დისკომფორტი“ ,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.