ელენე ხოშტარია - ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი საუბარი რაღაც ახალი თამაშის მოგონება იყო
ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი საუბარი რაღაც ახალი თამაშის მოგონება იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ განუცხადა.
როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ პირდაპირ თქვა, რომ ქვეყნის მართვას აკონტროლებს.
„რაღაც ახალი კონსტრუქციაა, ვითომ “ქართული ოცნების” კი არა, დამოუკიდებელი ან უპარტიო საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება. რაღაც ახალი თამაში აქვს მოგონებული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავარია, ვინც აწყობს, რა სახით და რა ნომრითაც არ უნდა იყოს, ივანიშვილი ეცდება, თავისი კანდიდატი კიდევ ერთი ფასადით შემოგვთავაზოს. დღეს პარტიის თავმჯდომარე, გუშინ მოქალაქე მილიარდერი აკონტროლებს ქვეყნის მართვას და აბსოლუტურად არაფრის მიმართ ანგარიშვალდებული არ არის. ეს დამოკიდებულება, მათ შორის ახალი საპრეზიდენტო თამაშის მოგონებისას, არის სწორედ პრობლემა. ამიტომ, ოპოზიცია ყველაზე მეტად უნდა ვკონცენტრირდეთ საპროტესტო ამომრჩეველზე. უნდა ვიყოთ ძლიერები და ისინი მივიყვანოთ მაქსიმალურად საარჩევნო უბნებზე. ხალხის უმრავლესობა უკმაყოფილოა და ამის მობილიზება უნდა მოვახდინოთ, მოუხედავად იმისა, ბიძინა ივანიშვილი ამჯერად რა თამაშს ჩაიფიქრებს“,- აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.