ელენე ხოშტარია - არ მგონია, რომ კონსოლიდაციის პროცესის დაწყება საახალწლო მიღებით არის სწორი
სალომე ზურაბიშვილისგან საახალწლო მიღებაზე მივიღე მოწვევა, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, პრეზიდენტის მიღებაზე წასვლას არ აპირებს.
„ამ ვითარებაში ჩემთვის ეს ჟესტი გასაგებია და მინდა, მადლობა ვუთხრა, თუმცა არ მგონია, რომ კონსოლიდაციის პროცესის დაწყება საახალწლო მიღებით არის სწორი. მე პერსონალურად გამიჭირდება იქ ვითამაშო, რომ საახალწლო მიღების გარემოა ქვეყანაში. არ მინდა, რომ ქალბატონმა სალომემ ჩათვალოს, ეს არის კარის დახურვა მთლიანად პროცესზე, პირიქით სულმოუთმენლად ველოდები, როცა ის შეძლებს შეხვედრას, ამ კონსოლიდაციისა და პოლარიზაციის შინაარსზე შევძლებთ საუბარს, ამიტომ მადლობის პარალელურად ვერ მოვიტყუები, ვერ წამოვალ იქ, თუმცა ველოდები ამ პროცესის დასაწყისს“, – განახცადა ხოშტარიამ.