ელენე ხოშტარია - აქტივისტები აქტიურობენ ციხესთან და ეს ძალიან კარგია, დიდ აქციას შევუერთდი, ყველა აქციაზე ვერ ვიქნებით
„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, დღეს საღამოს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაგეგმილ აქციას მისი პარტია არ შეუერთდება.
კითხვაზე, უერთდება თუ არა „დროა“ დღეს დაგეგმილ აქციას, ხოშტარია აცხადებს, ყველა აქციაზე ვერ იქნებიან.
„ჩვენ საარჩევნო კამპანია გვაქვს. გვაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა. იყო დიდი აქცია, რომელსაც მეც მათ შორის შევუერთდი. ძალიან ბევრი აქცია იგეგმება. აქტივისტები აქტიურობენ ციხესთან და ძალიან კარგია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ. რა თქმა უნდა, ყველა აქციაზე ვერ ვიქნებით“, – განაცხადა ხოშტარიამ.
დღეს საღამოს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, აქცია გაიმართება.