ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ხმების გაყალბებაზე სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს
ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ხმების გაყალბებაზე სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

საქართველოს მოქალაქემ უნდა მოიგოს მთავრობასთან ხმების გაყალბების საქმე, რაც ჩაიწერება ისტორიაში როგორც პრეცედენტი და სამომავლოდ დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს არჩევნების გაყალბებისგან, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, ხმების გადათვლასთან და გაყალბებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საჩივარს სტრასბურგის სასამართლოში შეიტანს.

როგორც ელენე ხოშტარია ამბობს, გასაჩივრების ორი ეტაპი გაიარეს, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიებმა და საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები მიიღეს.

„დროას“ ლიდერის განცხადებით, ხმების დასაცავად ბრძოლა მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს.

„ეს უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი. ჩვენ ამას მივიყვანთ ბოლომდე. უნდა დადგინდეს სტრასბურგის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქემ, პირველ რიგში, უნდა მოიგოს საქართველოს მთავრობასთან ხმების გაყალბების საქმე, რაც ჩაიწერება ისტორიაში როგორც პრეცედენტი და დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს სამომავლოდ არჩევნების გაყალბებისგან“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.