ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს
ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს

ვაკის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ პოზიციას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ეს პარტიის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

„ყველას პოზიციას ერთად გაიგებთ, თუმცა არაფერი განსხვავებული არ არის, რაც გუშინ არ გვისაუბრია“, – განაცხადა ხოშტარიამ.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა მონაწილეობას მეორე ტურში, ხოშტარიამ დასძინა: „არა, რა თქმა უნდა“.

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, ვაკის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება და მასში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნოდარ ტურძელაძე და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ელენე ხოშტარია მიიღებენ მონაწილეობას.